დავით ვერავა: სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შესაძლებლობას გვაძლევს უშუალოდ მოქალაქეებმა დაასახელონ საჭიროებები და აირჩიონ პრიორიტეტები

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს შეხვედრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩხორიაში, ზედაეწერსა და ჭკადუაშში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად დაესწრო.

2025 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

„ეს პროგრამა შესაძლებლობას გვაძლევს უშუალოდ მოქალაქეებმა დაასახელონ საჭიროებები და აირჩიონ პრიორიტეტები. თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. ეს ფორმატი ასევე კარგი საშუალებაა კომუნიკაციისთვის და ადგილზე არსებული საკითხების გადასაჭრელად“ განაცხადა დავით ვერავამ.

თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად წყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები