„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართული საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დღეს სოფელ მუხურში, ზუმში, თაიასა და ნაფიჩხოვოში გაიმართა. შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი მერის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების, სკვერების, მინი მოედნების სანიაღვრე არხების, საუბნო გზებისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით”, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება. დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად  გაიმართება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები