ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მფარველი წმინდანის დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა
10 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს. ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მფარველი წმინდანის დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი და სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.