დავით ქართველიშვილი: თუკი შეიძლებოდა “ფასეულობების” სრული პროფანაცია და გაუფასურება – სფერო არ დატოვა deep state-მა საარჩევნო სისტემით დაწყებული უპრეცედენტო კორუფციით დასრულებული

პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ილონ მასკს განათლების სამინისტროსა და პენტაგონის შემოწმება დაევალა, რადგან არსებობს ეჭვები უწყებებში თაღლითურ სქემებსა და ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვაზე.

„ძნელად წარმოსადგენია, “დასავლურ” და “დემოკრატიულ” რომელ ფასეულობებში გველის მომავალში “ჭკუის სწავლების” ლექციები და ტრენინგები “ცხვირში თითის სწორად შეყოფის” თემაზე”- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ დიფ სთეითმა გაანადგურა ბევრი სფერო, მათ შორის, საარჩევნო სისტემა.

„ყოველდღიურად დონალდ ტრამპი ისეთი განცხადებებით გვანებივრებს, შეშფოთებული მეთიუ მილერის აღშფოთებულ სახეს რომ მოგანატრებს. 2025 წლის 9 თებერვალს ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს ილონ მასკს, რომელიც სახელმწიფო ადმინისტრაციის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობს, დაავალოს განათლების სამინისტროსა და პენტაგონის შემოწმება. ამ შემოწმებების მიზანია თაღლითური სქემებისა და ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვის გამოვლენა, რაც პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა ასობით მილიარდ დოლარს აჭარბებდეს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკელებმა იგი სწორედ ასეთი სქემების გამოვლენისა და განადგურებისთვის აირჩიეს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ილონ მასკი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და ამ საქმიდან არანაირ პირად სარგებელს არ ეძებს.

2025 წლის 7 თებერვალს ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ტრილიონობით დოლარს კარგავს არაეფექტური და შესაძლოა უკანონო სახელმწიფო ხარჯების გამო. მან ხაზი გაუსვა, რომ შემოწმებებმა გამოავლინა კორუფციისა და ბიუჯეტის მიზანმიმართული, არასწორი გამოყენების მასშტაბური შემთხვევები. ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების სამინისტროსა და პენტაგონის შემოწმების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის უზარმაზარი თანხები არ შეესაბამება რეალურ საჭიროებებს და არ მოაქვს სარგებელი.

ძნელად წარმოსადგენია, “დასავლურ” და “დემოკრატიულ” რომელ ფასეულობებში გველის მომავალში “ჭკუის სწავლების” ლექციები და ტრენინგები “ცხვირში თითის სწორად შეყოფის” თემაზე. თუკი შეიძლებოდა ამ “ფასეულობების” სრული პროფანაცია და გაუფასურება – სფერო არ დატოვა deep state-მა საარჩევნო სისტემით დაწყებული უპრეცედენტო კორუფციით დასრულებული. დონალდ ტრამპმა შეიძლება შეაჩეროს ეს “არმაგედონი” ცალკეული სფეროების მიხედვით, მაგრამ გამორიცხულია – აღმოფხვრას “ანტიდემოკრატიული” რეპუტაციული ზიანი,”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები