პაპუაშვილი – “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე: ვხედავთ, რომ ოპოზიცია სრულ კოორდინაციაშია სხვადასხვა უცხოურ ძალასთან თუ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან 

“ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არიან სრულ კოორდინაციაში სხვადასხვა უცხოურ ძალასთან თუ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან. ვხედავთ, რომ ისინი იღებენ ინსტრუქციებს უცხოეთიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ ვნახეთ, რომ მათი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს საქართველოში. უკრაინის დაზვერვას ვისთან აქვს კავშირი და ვისგან იღებს ინსტრუქციას, ეს კიდევ სხვა საკითხია. მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა მავნე და მტრული მიზნებისთვის შემოაპარა საქართველოში არჩევნების წინა დღეებში. ეს და სხვა ფაქტები სწორედ იმაზე მეტყველებს, რით იყო დაკავებული ოპოზიცია ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ისინი პირველივე დღიდან თანამშრომლობდნენ სხვადასხვა უცხოურ ჯგუფებთან, რომ მომხდარიყო საქართველოს სანქცირება და ა.შ. გახსოვთ მთელი პერიპეტიები ამასთან დაკავშირებით. პოლიტიკურად თუ შევხედავთ, ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია, ღალატი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო თანამშრომლობა უცხო ჯგუფებთან, ძალებთან, პირებთან თუ სახელმწიფოებთან. ამოსავალი წერტილი არის ჩვენი ეროვნული ინტერესი. არავინ არ დგას საქართველოს ეროვნული ინტერესზე მაღლა, არცერთი ქვეყანა, როგორ ომშიც არ უნდა იყოს, როგორი მეგობარიც არ უნდა იყოს რომელიმე ქვეყანა, ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არავინ არ დგას და ეს არის აქსიომა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები