დავით შერაზადიშვილი ბოლნელ მთავარეპისკოპოსს ანგელოზის, ღირსი ეფრემ ასურის ხსენების დღეს ულოცავს
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ბოლნელ მთავარეპისკოპოსს ანგელოზის, ღირსი ეფრემ ასურის ხსენების დღეს ულოცავს.
„მთელი გულით ვულოცავ ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს მფარველი წმინდანის ხსენების დღეს!
მეუფე ეფრემი კაცთმოყვარე, გამორჩეული პიროვნება და ღირსეული წინამძღვარია, რომლის სახელსაც უკავშირდება ბოლნისის ეპარქიის გაძლიერება. მასთან ურთიერთობა კი განსაკუთრებული სიმშვიდის მომგვრელია. თითოეული ბოლნისელი მადლიერნი ვართ და ვამაყობთ მისით.
ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ეპარქიისა და სრულიად საქართველოს სასიკეთოდ!“– წერს სოციალურ ქსელში დავით შერაზადიშვილი.