ბათუმში მამაკაცი დაჭრეს – დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს
ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ სროლას წინ ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტი უძღოდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება ორი – განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-გამოყენების მუხლით მიმდინარეობს.