გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრები “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მიმდინარეობს.
“მერის მოვალეობის შემსრულებელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე კვირის განმავლობაში მუნიციპალიტეტის 14 სოფელში იმყოფებოდა.
სკრაში, ბეთლემში, ქვემო რიეთში, კოშკებში, პატარა გორიჯვარში, დიდ გორიჯვარში, თედოწმინდაში, არაშენდაში, ვარიანის მეურნეობაში, ტირძნისში, ბროწლეთში, მეღვრეკისში, ერგნეთსა და თერგვისში ადგილობრივებმა 2025 წელს განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის 112 დასახლებული პუნქტიდან 44-ში უკვე შეარჩიეს.
ყველა სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 2025 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 27 იანვარს დაიწყო და 18 თებერვალს დასრულდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.