მამუკა მდინარაძე: გახარია დარწმუნდა, რომ თუ შემოიტანს განცხადებას, შევუწყვეტთ მანდატს და ამიტომ ამის შანსსაც ვტოვებ, რომ შემოვიდეს ამის შიშით, მათ ხომ პოლიტიკური თავმოყვარეობა არ აქვთ, სიბინძურით გაასწრეს „ნაცებს“
გახარია არის უბედურ დღეში. ის არწმუნებს ქართველ ამომრჩეველს, რომ ერთი მხრივ ის ბიძინა ივანიშვილის პროექტია და ბოლო პერიოდში მათ შორის ბატონი ბიძინას მასზე გაკეთებულმა განცხადებებმა, მათმა განცხადებებმა, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამის გამო მხარს უჭერდა, უკვე დაარწმუნა. დღემდე რჩებიან ადამიანები, თქვენი პროექტიაო რომ გვეუბნებიან, – ამის შესახებ გიორგი გახარიაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„გახარია დარწმუნდა, რომ თუ შემოიტანს განცხადებას, შევუწყვეტთ მანდატს და ამიტომ ამის შანსსაც ვტოვებ, რომ შემოვიდეს ამის შიშით. მათ ხომ პოლიტიკური თავმოყვარეობა არ აქვთ. სიბინძურით გაასწრეს „ნაცებს“. მათი დროინდელი მაღალჩინოსნები ათეულში ჰყავს, ჩვენზე ამბობენ „ნაცები“ არიანო. ასეთი სიბინძურეებით ცდილობენ ვიღაცების დისკრედიტაციას“, – აღნიშნა მდინარაძემ.