თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაბა მანგლისში, კლდეკარის ქუჩაზე, ეკლესიისა და ბაზრის მიმდებარე გზის მოწყობის სამუშაოები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა დაათვალიერა.
ამავე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტბეტონის გზა, ტროტუარებით, ცხაურებითა და სანიაღვრეებით. აღნიშნული პროექტი, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.