ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა დაიწყო

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ფოლადაურის, სამწევრისისა და სოფელ ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნულ სოფლებში არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წლებია, წარმატებით ხორციელდება. მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის 714 000 ლარი გამოიყო. საჭიროების მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერია, პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განახორციელებს.

,,დღეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საერთო კრებები და კონსულტაციები დავიწყეთ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტს მოვივლი და მოქალაქეებისგან პირადად მოვისმენ მათს საჭიროებებსა და პრობლემებს. მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია და მისი ჩართულობით პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, პროექტის ეფექტიანად წარმართვას განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში არაერთი პრობლემა გადაიჭრა, პროექტები წელსაც აქტიურად გაგრძელდება, რაც მოქალაქეთა საცხოვრებელ პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“,-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები