“სტუდენტური სამართალი” სტუდენტურ ომბუდსმენს” ამხელს

  სტუდენტური ორგანიზაცია “სტუდენტური სამართალი” და მისი პრეზიდენტი იმედა ვახტანგიშვილი “სტუდენტურ ომბუცმენს” “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობაში ამხელს და მათი პოლიტიკური ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
“ორგანიზაცია “სტუდენტური ომბუდსმენი” ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” დანამატი და “თავისუფალი ზონის” ქვეუწყება. ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ახმოვანებს ნაციონალური მოძრაობის და “თავისუფალი ზონის” ლიდერების მიერ დავალებულ ცრუ ინფორმაციას, რომ შეიყვანოს მოსახლეობა და სტუდენტები შეცდომაში. მე თქვენ განახებთ ფაქტებს თუ ვინ არიან რეალურად ამ ორგანიზაციის ლიდერები” – აცხადებს “სტუდენტური სამართალის” წარმომადგენელი.
“ეს არის მათი ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ ჩომახიშვილი, რომელიც არც მალავს რომ არის აქტიური მხარდამჭერი ნაციონალური მოძრაობის და ის თავისთავად ამ თავისი ორგანიზაციით ემსახურება სწორედაც რომ ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებას”.

10720891_10202507156031204_1203226591_n

10726322_10202507155911201_1829469967_n

10718006_10202507155951202_1220677014_n

“ეს კი ვასო ურუშაძე, ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი და ამავე პარტიის სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ინიციატივის” დამფუძვნებელი, რომელიც ასევე აქტიურადაა ჩართული”სტუდენტურ ომბუდსენთან” ერთად სტუდენტების ნაციონალურ მოძრაობაში გადაქაჩვაში”.

10723448_10202507155991203_1745188135_n

10721238_10202507180191808_620975553_n

10719550_10202507180151807_788560661_n

“დაზუსტებული ინფორმაციით მათ აქტიურად ეხმარება გიგა ნასარიძე (კარდუ) რომელიც ასევე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია”.

10583722_10202507196512216_839218813_n

“ეს კი სტუდენტური ომბუდსენის ერთ-ერთი ლიდერი ოთო უბილავაა, რომელიც გამუდმებით ხაზს უსვამს მის დამოუკიდებლობას, თუმცა თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს გიგი უგულავას, ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი ზონის წარმომადგენლებთან”.

10726214_10202507204832424_46762739_n

974406_10202507204792423_10785184_n

10723420_10202507204952427_1794950330_n

“ჩვენ გვინდა, გავაფრთხილოთ მსგავსი ორგანიზაციები, შორს თქვენი პოლიტიკური ხელები სტუდენტებისგან. არ მოგცემთ უფლებას შეიყვანოთ სტუდენტები შეცდომაში და გამოიყენოთ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს რათა არ დააპირისპიროთ ერთმანეთთან სტუდენტები და არ ჩართოთ თქვენს ბინძურ თამაშში. ჩენ ამას წინ აღვუდგებით აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი გზით. ” – განაცხადა ორგანიზაცია “სტუდენტური სამართლის” პრეზიდენტმა იმედა ვახტანგიშვილმა.

წყარო: http.://www.accent.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები