გორში გურამ პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება

გორში გურამ პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„პროექტის მიხედვით მოეწყობა, ბილიკები დეკორატიული ფილებით, ბორდიურები, კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები, მოაჯირები, საპარკო ავეჯი, სარწყავი სისტემა, განათება, გამწვანება.

პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2025“ – ის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 11 პროექტი განხორციელდება.

პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები