ირაკლი კობახიძე: სერბეთში Emaar ჯგუფმა დაიწყო მსხვილი პროექტის განხორციელება და მაშინ იქაური ოპოზიციაც განაწყენდა ამ ყველაფრის გამო, თუმცა, ბოლოს მოხდა ისე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ბინებს ყიდულობდნენ Emaar-ის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში

სერბეთში Emaar ჯგუფმა დაიწყო მსხვილი პროექტის განხორციელება და მაშინ იქაური ოპოზიციაც განაწყენდა ამ ყველაფრის გამო, თუმცა ბოლოს მოხდა ისე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ბინებს ყიდულობდნენ Emaar-ის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.

პრემიერის თქმით, არაბული ინვესტიციით თბილისში და აჭარაში ორი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული სივრცე განვითარდება, საუბარია 3 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტ სივრცეზე.

„Emaar ჯგუფის წარმომადგენლები გვესაუბრებოდნენ სერბეთის მაგალითზე. სერბეთში, რამდენიმე წლის წინ დაიწყო Emaar ჯგუფმა ძალიან მსხვილი პროექტის განხორციელება და ასეთი რაღაც გვითხრეს, რომ მაშინ იქაური ოპოზიციაც განაწყენდა ამ ყველაფრის გამო, არ მოსწონდათ ის სიკეთე, რომელიც სერბეთმა მიიღო ამ მასშტაბური ინვესტიციის საფუძველზე, თუმცა ბოლოს მოხდა ისე, რომ ამ ოპოზიციის წარმომადგენლები ბინებს ყიდულობდნენ Emaar-ის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში.

ეს არის კლასიკური საინვესტიციო შეთანხმება, სადაც საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს არაბული ინვესტიციით ჩვენს ქვეყანაში. საუბარია თბილისში და აჭარაში ორი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული სივრცის განვითარებაზე, მთლიანობაში, საუბარია 3 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტ სივრცეზე, რაც უნდა აშენდეს ორივე ლოკაციაზე. აქ საუბარია არა მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეებზე, არამედ, განვითარდება სასტუმრო ინფრასტრუქტურა, ასევე სამედიცინო, სპორტული, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის სკოლები, საბავშვო ბაღები, შოპინგ მოლები, იქნება ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცე, თბილისში, მაგალითად ტერიტორიის 34% დაეთმობა გამწვანებას და რეკრეაციას”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები