“წინასწარ ხდება მხილება და გაფრთხილება იგივე ევროკავშირის საელჩოსი, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ხალხს კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ მოუწოდებს” – ქადაგიშვილი
“წინასწარ ხდება მხილება და გაფრთხილება იგივე ევროკავშირის საელჩოსი, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ხალხს კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ მოუწოდებს”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„წინასწარ ხდება მხილება და გაფრთხილება იგივე ევროკავშირის საელჩოსი, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ხალხს კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ მოუწოდებს. სამწუხაროდ, ეს უკვე ტრადიციად ექცათ ასეთი მოწოდებების ავტორებს – ევროკავშირის საელჩო ამ დროს არც კი აფრთხილებს (ორგანიზაციას), რომ თანხა, რომლითაც ევროკავშირი რაღაცას აფინანსებს, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის განხორციელებას არ უნდა მოხმარდეს.
„პუბლიკას“ გამოხმაურება სწორედ ეს არის, რომ ისრები გადმოიტანოს თავის თავზე და თავის დონორისკენ მიმართული ეს სამართლიანი კრიტიკა, როგორღაც გააბათილოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.