გიორგი სოსიაშვილი: საგამოძიებო კომისია სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს ისტორიაში მსგავსი უბედურება აღარ განმეორდეს
“საგამოძიებო კომისია სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს ისტორიაში მსგავსი უბედურება აღარ განმეორდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ძალა, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, მხედველობაში მაქვს ჯერ ის უბედურება, რომელიც 9 წლის განმავლობაში დაატეხეს ქართველ ხალხს თავს და ნახევარი საქართველო პრობაციონერად გადააქციეს, საშინელ მდგომარეობაში ჩააყენეს ჩვენი საზოგადოება. საგამოძიებო კომისია სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს ისტორიაში მსგავსი უბედურება აღარ განმეორდეს და ქართველმა ხალხმა მსგავსი უბედურება აღარ დაუშვას“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.
ცნობისთვის, მომავალ კვირას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.