სოზარ სუბარი – საგამოძიებო კომისიაზე: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პრაქტიკულად მოგვცა დავალება, რომ გამოვიძიოთ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილი სისტემური დანაშაული

“ეს არის არა ცალკეული პირების, არამედ სისტემის და მისი შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაული და ამ სისტემის შემქმნელი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და მის სათავეში მდგომი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ის, რომ ამ [წამებას და არაადამიანურ მოპყრობას სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში] დანაშაულს ჰქონდა სისტემური ხასიათი, ეს დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და პრაქტიკულად ამით მოგვცა დავალება, რომ გამოვიძიოთ ეს დანაშაული. ეს არის არა ცალკეული პირების, არამედ სისტემის და მისი შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაული და ამ სისტემის შემქმნელი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და მის სათავეში მდგომი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნა სუბარმა.

ცნობისთვის, მომავალ კვირას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები