“თუ თავიანთი პროტესტის გამოხატვა უნდათ, გამოხატონ მშვიდობიან გარემოში და, ამავდროულად, გულშიც არ გაივლონ დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან ეს მკაცრად ისჯება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც დღეს დაგეგმილ აქციასთან გამოეხმაურა, რა დროსაც მაგისტრალის გადაკეტვა იგეგმება.
“ძალიან ბევრი ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, გზებზე სიარულთან დაკავშირებით, მაგრამ აზრი არ აქვს – ამ ადამიანებს არაფრის გაგონება არ უნდათ.
კანონში ცალსახად წერია, რომ სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება არის დანაშაული და იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ყველა ადამიანს მოვუწოდებ, კარგად გაერკვნენ და იყვნენ ინფორმირებული. თუ თავიანთი პროტესტის გამოხატვა უნდათ, გამოხატონ მშვიდობიან გარემოში და, ამავდროულად, გულშიც არ გაივლონ დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან ეს მკაცრად ისჯება”, – აღნიშნა გორდულაძემ.