ზარქუა – საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე: არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება
“არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება და უცხო აგენტურის, უცხო დაკვეთის შესრულება, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს.
“რადიკალები, ვინც არიან დღეს ოპოზიციაში, უმრავლესობა იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოყოლებული 2003 წლიდან და შემდეგ, განსაკუთრებით, 2008 წლის ომი – ეს უნდა შევისწავლოთ, რასთან გვაქვს საქმე?! რა მოხდა, შეგვეძლო თუ არა აგვეცილებინა და ვინ იყო ამ ყველაფრის მამოძრავებელი?! – ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არიან ის ნაძირალები, ვინც ჩვენი ქვეყანა ომის პირას მიიყვანა.
[პროცესი] იქნება ღია და გამჭვირვალე, ყველას ექნება შესაძლებლობა, მოისმინოს კითხვები და პასუხები. ქართველმა ხალხმა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რასთან გვქონდა საქმე”, – აღნიშნავს ზარქუა.