თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება
თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.
დღეს, 16:00 საათზე სტუდენტების ერთობლივი მარში გაიმართება „თბილისი მოლისკენ“. ამავე დროს, დაგეგმილია აქცია სახელწოდებით – „ბოლომდე!“
19:00 საათზე დაიწყება საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან, საქართველოს პარლამენტთან აქცია 20:00 საათზე დაიწყება.