ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: ყველა მათი, უცხოეთში გასვლა ემსახურება ერთადერთი გზავნილის გაჟღერებას – რაიმენაირად საქართველოს ან სანქცია დაუწესდეს, ან სავიზო რეჟიმი არ გაუხსნან, ან არ მისცეთ კანდიდატობა
“ყველა მათი [ოპოზიციის], უცხოეთში გასვლა ემსახურება ერთადერთი გზავნილის გაჟღერებას – რაიმენაირად საქართველოს ან სანქცია დაუწესდეს, ან სავიზო რეჟიმი არ გაუხსნან, ან არ მისცეთ კანდიდატობა”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გვახსოვს მოყოლებული 2008 წლის ომის შემდეგ ანტიქართული რეზოლუციებისა და განცხადებების კასკადი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება.