ლავროვმა თურქ კოლეგასთან სირიაში არსებული ვითარება განიხილა

თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჰაკან ფიდანმა და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს და სირიაში არსებული ვითარება განიხილეს.

როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, საუბრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მხარდაჭერას სირიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესისადმი.

„დღეს შედგა სატელეფონო საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის. საუბრისას განიხილეს რეგიონული მოვლენები და სირიაში არსებული ვითარება.

ხაზგასმით აღინიშნა ორივე ქვეყნის მხარდაჭერა სირიის პოლიტიკური ერთიანობისადმი. ხაზი გაესვა ინკლუზიური პოლიტიკური გარდამავალი პროცესის მნიშვნელობას“, – განაცხადა სააგენტოს წყარომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები