ფინეთმა უკრაინას 200 მილიონამდე ევროს ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც თითქმის 200 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებს,- ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰიაკკიანენმა განაცხადა.
“ჩვენ აღმოვუჩენთ ზუსტად ისეთ მხარდაჭერას, რომელიც უკრაინას ფრონტზე მწვავე სიტუაციაში თავის დაცვაში დაეხმარება. ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება უსაფრთხოება ევროპაში. უკრაინის დამოუკიდებლობისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა ახლა მთელი ამ საქმის არსებითი ნაწილია”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ეს ფინეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის უკვე 27-ე პარტიაა.
მთლიანობაში კი ნატოს წევრმა ფინეთმა რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას 2,5 მილიარდი ევროს სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა.