უკრაინის ქალაქ სუმის მაღალსართულიან შენობაზე რუსული ავიაციის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის რაიონულ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულია 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
ცნობისთვის, 30 იანვრის ღამეს რუსული „შაჰედის“ დრონი სუმის მაღალსართულიან შენობას დაეჯახა.