მიხეილ სარჯველაძე: სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროების მხრიდან, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების დიდ პოტენციალს ვხედავთ
„ჩვენს მეზობელ და მეგობარ, სომხეთის სახელმწიფოსთან, ჯანდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დაავადებათა გავრცელების პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლისთვის, აუცილებელია ინფორმაციის გაცვლის, რესურსების ოპტიმალურად მობილიზებისა და სხვა მიმართულებებით აქტიური თანამშრომლობა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ერევანში, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ორი ქვეყანა, განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და კრიტიკულ ვითარებაში, ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით.
„სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროების მხრიდან, ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების დიდ პოტენციალს ვხედავთ. ვფიქრობთ, რომ ეს ინტენსიური პარტნიორობა დიდი სარგებლის მომტანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.