მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია არასდროს არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს

,,მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია არასდროს არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს საქართველოს ინტერესებს და არც სხვებისგან მოითმენს საქართველოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვას”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროპის საბჭოს წევრობა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს ინტერესები გათვალისწინებული იყოს.

„ეს არის ის, რაც ამოძრავებს საქართველოს დელეგაციას და ეს იყო ის, რაც ამოძრავებდა გუშინ საქართველოს დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეაზე, როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება – არ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია ვაკვირდებით უსამართლო მოპყრობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართ, ასევე მუდმივად ისმის დაუმსახურებელი კრიტიკა, რომელიც დაფუძნებულია არაფერზე”,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები