გიორგი ცუცქირიძე: პირველ რიგში ეს ინვესტიცია აისახება ტურიზმზე –  როდესაც ამხელა ინვესტიცია ქვეყანაში შემოდის, ეს არის პირდაპირი სიგნალი სხვა ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანას აქვს ძალიან მაგარი პერსპექტივა უახლოეს წლებში

„ეს არ არის მხოლოდ ერთი მიმართულებით ინვესტიცია სინერგისტული ეფექტი გადაეცემა მთელს ეკონომიკას,“ – ამის შესახებ ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ 6 მილიარდიან ინვესტიციაზე საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში ეს აისახება ტურიზმზე. როდესაც ამხელა ინვესტიცია ქვეყანაში შემოდის, ეს არის პირდაპირი სიგნალი სხვა ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანას აქვს ძალიან მაგარი პერსპექტივა უახლოეს წლებში. ამ ინვესტიციას ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორც ნდობა ქვეყნისადმი, ნდობა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისადმი და მნიშვნელოვნად გაზრდის თითოეული ჩვენგანის ცხოვრების დონეს“, აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები