გიორგი ვოლსკი ლორდ დონ ტუიგის განცხადებაზე: პოპულისტური განცხადებაა – ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ დაუყვედრებია ის, რასაც ქვეყნისთვის აკეთებს

„ბიძინა ივანიშვილს თავისი რესურსი არასდროს არ გამოუყენებია თავისი ფუფუნებისათვის, ქვეყანას დაახარჯა და ახლაც საკმაოდ საინტერესო და საგანგებო მნიშვნელობის პროექტებს ახორციელებს,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც ლორდ დონ ტუიგის განცხადებას გამოეხმაურა.

„პოპულისტური განცხადებაა. ლორდთა პალატის წარმომადგენელს არ უხდება ასეთი განცხადება, რომელიც არ შეესაბამება იმ სტატუსს, რომელიც გააჩნია და არც თვითონ არის მთლად ღარიბი ადამიანი. ბიძინა ივანიშვილს თავისი რესურსი არასდროს არ გამოუყენებია თავისი ფუფუნებისათვის, ქვეყანას დაახარჯა და ახლაც საკმაოდ საინტერესო და საგანგებო მნიშვნელობის პროექტებს ახორციელებს. არასდროს ქვეყნისთვის არ დაუყვედრებია ის, რასაც აკეთებს. თავისი ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო თავდადებული პატრიოტი. ამის თაობაზე ან არ იცის პატივცემულმა ლორდმა, ან იცის და საგანგებოდ ქმნის აი ასეთ გარკვეულ განწყობას, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კონკრეტული პოლიტიკური ესტებლიშმენტის ინტერესებში არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ლორდ დონ ტუიგმა განაცხადა: „ყველაფერი უნდა გაკეთდეს თავისუფალი საზოგადოების დასაცავად, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უზარმაზარი ქონება აქვთ, რომელსაც ბოროტად იყენებენ ქვეყნის გასაკონტროლებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები