გორის მერია: “ახალბაღის” ტერიტორიაზე, სეზონის გახსნამდე სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს – დასვენების პარკში გამაფრთხილებელი ნიშნები დამონტაჟდა
დასვენების პარკ “ახალბაღის” ტერიტორიაზე, სეზონის გახსნამდე სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის ბუჩქების სხვლა-ფორმირება, მრავალწლიან ნარგავებზე ხმელი ტოტების მოჭრა, გაზონების გასუფთავება და სხვა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
,,გთხოვთ ნუ გადახვალთ გაზონზე,, – დასვენების პარკში გამაფრთხილებელი ნიშნები დამონტაჟდა.
დასასვენებელი სივრცის მთელ ტერიტორიაზე განთავსებული აბრებით მოქალაქეებს მოუწოდებენ არ გადავიდნენ გაზონებზე და არ დააზიანონ მწვანე ნარგავები, რადგან, მსგავსი შემთხვევები გასულ წელს არაერთხელ დაფიქსირდა”,- წერია ინფორმაციაში.