ტრამპი – ვაშინგტონის ავიაკატასტროფაზე: ეს შემთხვევა არ უნდა მომხდარიყო

FILE PHOTO: U.S. President Donald Trump signs documents as he issues executive orders and pardons for Jan. 6 defendants in the Oval Office at the White House on Inauguration Day in Washington, U.S., January 20, 2025. REUTERS/Carlos Barria/File Photo

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა არ უნდა მომხდარიყო.

„თვითმფრინავი აეროპორტთან მიახლოებისას იდეალურ და რეგულარულ ხაზზე იყო. ვერტმფრენი დიდი ხნის განმავლობაში პირდაპირ თვითმფრინავისკენ მიემართებოდა. ნათელი ღამეა, თვითმფრინავზე შუქები ანთებული იყო, ვერტმფრენი მაღლა რატომ არ ავიდა, ან რატომ არ დაეშვა ან რატომ არ შემობრუნდა? ცუდი ვითარებაა, რომლის, თავიდან აცილება უნდა მომხდარიყო“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ვაშინგტონთან, სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის ვერტმფრენს Black Hawk დაეჯახა და მდინარეში ჩავარდა.

როგორც Reuters წერს, ჯერჯერობით, მაშველებს გადარჩენილი არავინ არ უნახავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები