საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ ქართული სახელმწიფოს მიმართ სამართლიანი მოპყრობა არ იქნება, საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ იქნება.
ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.
„არ იქნება სამართლიანი მოპყრობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, არ იქნება საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში!“ – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება.