დავით ბახტაძე სამტრედიის მეოთხე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

„საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამტრედიის მეოთხე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს” – ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და მას შპს ,,პრაიმ ბეტონი” ახორციელებს. სამუშაოები გეგმა გრაფიკის დაცვით ტარდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უფროსთან თინათინ ხარძიანთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან და მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორთან ნუგზარ კუციასთამ ერთად გაეცნო და სამუშაოთა მწარმოებლებს გაესაუბრა.

,,სამტრედიაში მასშტაბური პროექტი ხორციელდება, შენდება მეოთხე საჯარო სკოლის ახალი შენობა, პარალელურად მიმდინარეობს N 10 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, რაც შეეხება დასრულებულ პროექტებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, მათ შორის ქალაქის N 1 და N 12 საჯარო სკოლები, სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლა და ილორის დასახლებაში მდებარე N 2 საჯარო სკოლასთან შერწყმული საგანმანათლებლო დაწესებულება “ – აცხადებს დავით ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები