მე არ მაქვს ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არასამართლიანია, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქსავიე ბეტელმა PACE-ს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას მან გააკრიტიკა საქართველოში მიღებული კანონები, რომლებსაც უწოდა „იურისტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ“ მიღებული კანონები.
„ნუ მთხოვთ, დავგმო არჩევნები მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომწონს მისი შედეგები. მე არ მაქვს ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები არასამართლიანია და მე ვიქნები პირველი, ვინც ვიტყვი, რომ თუ ეს ასეა, ამის მიღება შეუძლებელია. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ამბობთ, რომ არ მოგწონთ შედეგები, მე არ შემიძლია მისი უარყოფა“, – აღნიშნა ბეტელმა.
მისი თქმით, „საქართველოს ახალი მთავრობის მოქმედება გასაკიცხია მიუხედავად არჩევნების შედეგებისა“.
„იმის სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის [საქართველოს მთავრობა], რისი ერთგულიც იყოს არჩევნებამდე. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ. […] ქართველმა პარლამენტარებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ეს მათ ხელშია“, – დასძინა მან.