“ესტონეთის მხარეს არავინ ეკითხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს; ეს უნდა იყოს 27-ვე ქვეყნის კონსენსუსი” – ლევან მაჭავარიანი

“ესტონეთის მხარეს არავინ ეკითხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს. ეს უნდა იყოს 27-ვე ქვეყნის კონსენსუსი”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებას გამოეხმაურა.

“მინდა, ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, რომ ბატონ ტრამპს რამდენიმე დღის წინ ჩართვა ჰქონდა (დავოსის ეკონომიკური ფორუმი რომ მიმდინარეობდა), სადაც მან პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა ამერიკას. შესაბამისად, ევროკავშირის უსამართლოდ მოქცევა საქართველოსთან მიმართებით, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არავის უნდა გაუკვირდეს. ესტონეთის მხარეს არავინ არ ეკითხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს. ეს უნდა იყოს 27-ვე ქვეყნის კონსენსუსი. ჩვენ ვიცით რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ამას არ დათანხმდება. ასეთი ქვეყნების რაოდენობა უკვე იზრდება, ვატყობთ, როგორ იცვლება ევროკავშირის პოლიტიკური კონიუნქტურა და ვხედავთ, რომ სლოვაკეთს, უნგრეთს ისეთი ქვეყნები ემატება, როგორიცაა ავსტრია, სერბეთი და ა.შ., რომლებიც უფრო თავიანთ სუვერენიტეტზე იწყებენ ზრუნვას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით საჭიროა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები