“გვაქვს იმედი, რომ ევროსაბჭოში არიან თანამდებობის პირები, რომლებიც სწორად აფასებენ სიტუაციას და არანაირი საფუძველი არათუ დელეგაციის გაუქმების, საყვედურის თქმისაც კი არ არსებობს” – მაჭარაშვილი

“გვაქვს იმედი, რომ იქ არიან ის ადამიანები, მათ შორის, თანამდებობის პირები, რომლებიც სწორად აფასებენ სიტუაციას, რომ საქართველო მათივე ინსტიტუტების შეფასებით არის რეგიონში ლიდერი ქვეყანა ყველა მიმართულებით და არანაირი საფუძველი არათუ დელეგაციის გაუქმების, საყვედურის თქმისაც კი არ არსებობს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა,  გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ის, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ, სამწუხაროდ ეს არ გვიკვირს, მაგრამ მეორე საკითხია როდესაც მათ ასევე ჰყავთ პატრონები ევროსაბჭოსა და ევროკავშირში. ამავდროულად, გვაქვს იმედი, რომ იქ არიან ის ადამიანები, მათ შორის თანამდებობის პირები, რომლებიც სწორად აფასებენ სიტუაციას, რომ საქართველო მათივე ინსტიტუტების შეფასებით არის რეგიონში ლიდერი ქვეყანა ყველა მიმართულებით და შესაბამისად, არანაირი საფუძველი არათუ დელეგაციის გაუქმების, საყვედურის თქმისაც კი არ არსებობს.

ის ნარატივი, რაც აქვს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, დაასრულა ამერიკულმა საზოგადოებამ, ტრამპის მოსვლის საფუძველზე, ევროპულმა საზოგადოებამ და ქართულმა საზოგადოებამ, შესაბამისად, ეს ბოლო კუდის მოქნევები სამწუხარო იქნება, მაგრამ აუცილებლად ნელ-ნელა დასრულდება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები