თურქეთში, კონიას ცენტრალურ სელჩუკლუს რაიონში, სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა. შემთხვევა სელჩუკის რაიონში, ბეიშეჰირის ქუჩაზე მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Turkiye today ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს (AFAD), 112-ის სასწრაფო სამედიცინო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლების დიდი რაოდენობა.
Drone footage captures the collapsed building and ongoing rescue operations in Selcuklu district of Konya, Türkiye pic.twitter.com/QiyAq8stnL
— Türkiye Today (@turkiyetodaycom) January 24, 2025
წინასწარი მონაცემებით, ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ 5-6 ადამიანი იმყოფებოდეს.