“ფიცრით სცემა და გადმოაგდო მე-7 სართულიდან, შემდეგ, ლიფტის შახტში ჩააგდო და ბენზინით მოუკიდა ცეცხლი – მისი მეგობარია მკვლელი” – მოკლული მამაკაცის ოჯახის წევრი

“12-ში საღამოს დაიკარგა 7 საათზე და ყველგან ვეძებდით. გუშინწინ იპოვა პოლიციამ დამწვარი ცხედარი”,- ამის შესახებ თბილისში, 26 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მოკლულის ოჯახის წევრი აცხადებს.

მისივე თქმით, მკვლელი მოკლულის მეგობარია.

“მისი მეგობარია მკვლელი, მიტოვებული კორპუსის მე-7 სართულზე აიყვანა, მშენებარე კორპუსში, შემდეგ ხის ფიცრით სცემა და გადმოაგდო მე-7 სართულიდან. შეიყვანა პირველ სართულზე, ლიფტის შახტში ჩააგდო და ბენზინით მოუკიდა ცეცხლი,”- აცხადებს მოკლულის ოჯახის წევრი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ლ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები