ტრამპი – კანადაზე: არ გვჭირდება მათი მანქანები, ნავთობი და ბუნებრივი აირი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე კანადასთან სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ს კანადასთან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს, შესაბამისად, არ სჭირდება კანადაში დამზადებული მანქანები და ენერგეტიკული რესურსები.
“ჩვენ არ გვჭირდება, რომ მათ დაამზადონ ჩვენი მანქანები, ჩვენც ბევრს ვამზადებთ, არ გვჭირდება მათი ხე-ტყე, რადგან საკუთარი ტყეები გვაქვს. ჩვენ არ გვჭირდება მათი ნავთობი და ბუნებრივი აირი, ყველაზე მეტი გვაქვს” – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანადას ყოველთვის შეუძლია გახდეს აშშ-ის შტატი, რა შემთხვევაშიც თავს აარიდებს მაღალ ტარიფებს.
ტრამპი კანადისა და მექსიკისთვის 25%-იანი სავაჭრო ტარიფების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ ის უკვე რამდენიმე თვეა საუბრობს.
“კანადა საპასუხო ზომებისთვის მზად არის იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, მისი დაპირების შესაბამისად კანადას ტარიფებს დაუწესებს”,- განაცხადა კანადის ტრანსპორტისა და შიდა ვაჭრობის მინისტრმა, ანიტა ანანდიმ.