ტრამპი: ზელენსკის ეს ომი არ უნდა დაეშვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი „არ არის ანგელოზი“ და მას არ უნდა დაეშვა სრულმასშტაბიანი ომი რუსეთთან,- ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„იცით, ის ანგელოზი არ არის. მას არასოდეს არ უნდა დაეშვა ეს ომი. პირველ რიგში, ის იბრძვის გაცილებით დიდ ძალასთან. ორი რამ მოხდა: მათ სიმამაცე გამოიჩინეს, მაგრამ ჩვენ მათ მილიარდობით დოლარი მივეცით. შეერთებული შტატებმა უკრაინას ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახმარება გაუწია“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ომი არ მოხდებოდა.

„ზელენსკი იბრძოდა გაცილებით დიდ, გაცილებით მძლავრ ძალასთან. მას არ უნდა ეომა, რადგან ჩვენ შეგვეძლო, შეთანხმება მიგვეღწია. მე შემეძლო გარიგების დადება ძალიან მარტივად, მაგრამ ზელენსკიმ გადაწყვიტა – მე ვიომებ“,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები