ფაშინიანი მოსკოვში, გამარჯვების აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აპრილში რუსეთში ვიზიტის დროს მან რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე რესპუბლიკაში საარჩევნო კამპანიის დაწყების გამო, 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმში მონაწილეობას ვერ შეძლებდა.

„აპრილში რუსეთის ფედერაციაში ჩემი ვიზიტის დროს, მე რუსეთის პრეზიდენტს ვაცნობე, რომ საარჩევნო კამპანიის გამო, 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრებას ვერ შევძლებ“, – განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები