ირაკლი ზარქუა: მადამ მავნებელზე ბევრი საუბარიც არ გვჭირდება უკვე იმიტომ, რომ ის გაიშიფრა ბოლომდე – ქალი, რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო ჩავიდა და ევროპელებს და ამერიკელებს ეუბნება, რომ 3,7 მილიონიანი საქართველო როგორ ვერ დაიმორჩილეთო

მადამ მავნებელზე ბევრი საუბარიც არ გვჭირდება უკვე იმიტომ, რომ ის გაიშიფრა ბოლომდე. ქალი, რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო ჩავიდა და ევროპელებს და ამერიკელებს ეუბნება, რომ 3,7 მილიონიანი საქართველო როგორ ვერ დაიმორჩილეთო. ამ მენტალობის არის, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ გვეგონა, რომ ეს დემოკრატი ქალი ჩამოვიდა, რომ რაღაც სახელმწიფო ინტერესები ჰქონდა და ევროინტეგრაციაში წინ წავეწიეთ, აი, ეს ქალი აღმოჩნდა. მე თუ მკითხავ ის არც უნდა შემოვუშვათ საქართველოში და უკან უნდა გავუშვათ, საიდანაც ჩამოვიდა, რადგან ასეთების ადგილი საქართველოში არ არის, არც პოლიტიკაში არ არის და ეს ტრამპმა და მისმა სახელმწიფო მდივანმა პირველივე დღეს განაცხადეს.

ამათი დღეები დათვლილია. მე ახალგაზრდებს მინდა მივმართო, გთხოვთ, ნუ გამოაყენებინებთ თავს, დაუბრუნდით თქვენს სასწავლებლებს, დაუბრუნდით თქვენს სამუშაო ადგილებს. ამათი ამოცანა არის, რომ რაღაცნაირად თქვენ გადაგაბრალოთ შემდეგ, რომ ხალხი არ გამოვიდაო და შემდეგ პარლამენტში შემოვიდნენ. ფული აიღეს უკვე, დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ახლა მცდელობა აქვთ, ელოდებიან ახალ მესიჯს საელჩოდან სავარაუდოდ, რომ ვინმე ეტყვის, რომ შემოდით.

ადგილობრივ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და პარლამენტშიც შემოვლენ, ხოლო თქვენ მორიგჯერ დარჩებით გაწბილებულები და ეს არ მინდა მე. ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები