თურქეთსა და სირიას შორის კომერციული ფრენები 13 წლის შემდეგ განახლდა
პირველი რეისი სტამბოლიდან დამასკოში ავიაკომპანია Turkish Airlines-მა შეასრულა. სირიელები ეროვნული სიმღერების ფონზე თვითმფრინავში ჩასასხდომად ემზადებოდნენ, რომელიც დამასკოში უნდა გაფრენილიყო.
„თუ სანქციები მოიხსნება, ქვეყნის ნორმალიზაციის პროცესი დაჩქარდება და შეიქმნება პირობები, რომლებიც მილიონობით სირიელს საშუალებას მისცემს დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა.
როგორც უცხოური მედია წერს, სირიის ახალ მმართველებს სურთ დიპლომატიური კავშირების დამყარება რეგიონალურ და გლობალურ მთავრობებთან.
„ჩვენ ვიმუშავებთ მთელი ძალით, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს იქნება ქვეყანა, რომელსაც ექნება ყველა თავისი ხალხის უფლებები და ინტეგრირებული იქნება რეგიონთან და მსოფლიოსთან”,- აცხადებს სირიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, ასად ალ-შიბანი.