ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის დამატებით 150 ბალისტიკური რაკეტის გადაცემას გეგმავს

ჩრდილოეთ კორეა 2025 წელს რუსეთისთვის 150 ბალისტიკური რაკეტის გადაცემას გეგმავს,- ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის 170 მმ-იანი საარტილერიო სისტემების, 240 მმ-იანი რეაქტიული სარაკეტო სისტემების და მათთვის აუცილებელი ჭურვების გადაცემას გეგმავს.

ბოლო თვეებში ჩრდილოკორეელებმა რუსულ მხარეს საერთო ჯამში 240 ერთეული ასეთი სისტემა გადასცეს.

ასევე, ბუდანოვი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის კურსკის ოლქში დამატებითი ქვეითი ქვედანაყოფების გაგზავნასაც გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რომ მათ რამდენიმე ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვედ აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები