“გვაინტერესებს აშშ-ის საელჩოს პოზიცია, ეთანხმება თუ არა ქართული დესტრუქციული ოპოზიციის შეფასებებს” – ვატო შაქარიშვილი

“გვაქვს სრული უფლება, [აშშ-ის საელჩოსგან] მოვითხოვოთ მკაფიო, კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება, ეთანხმება თუ არა ლორა თორნტონის განცხადებას, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არის გამაუპატიურებელი, მოძალადე და კრიმინალი”, – ამის შესახებ “ნეიტრალური საქართველოს” ლიდერი, ვატო შაქარიშვილი აცხადებს.

“ასევე, სალომე ზურაბიშვილი გახდა მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი. სულ ცოტა ხნის წინ, სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ დონალდ ტრამპი რუსული პროექტი იყო და რუსული ჩარევის შედეგი იყო დონალდ ტრამპის გამარჯვება.

დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები ღიად ამბობდნენ, რომ ტრამპი არის რუსული პროექტი. გვაინტერესებს ამერიკის საელჩოს პოზიცია, ეთანხმება თუ არა ქართული დესტრუქციული ოპოზიციის შეფასებებს”, – აღნიშნავს შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები