“სინამდვილეში, ერთი და იგივე ძალებია, ვინც ზღუდავს წვდომას ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებზე” – რატი იონათამიშვილი
“სინამდვილეში, ერთი და იგივე ძალებია, ვინც ზღუდავს წვდომას ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებზე და ასევე, ფაქტობრივად, ახორციელებს გაუგონარ ზეწოლას ევროპული მედია საშუალებების მიმართ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
დეპუტატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის შვეიცარიული ბანკის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ საერთაშორისო მედიის მიერ გამოჩენილ წინააღმდეგობას გამოეხმაურა.
„სინამდვილეში ერთი და იგივე ძალებია, ვინც ზღუდავს წვდომას ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებზე და ასევე, ფაქტობრივად, ახორციელებს გაუგონარ ზეწოლას ევროპული მედია საშუალებების მიმართ. ეს არის პირდაპირი ცენზურა, რომელსაც თავისი დატვირთვა და შინაარსი აქვს. მათი კოორდინირებიდან გამომდინარე, ჩანს ის მასშტაბები, თუ რა ძალები დგას ამ ყოველგვარი უსამართლობის უკან და თუ ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ასეთი ქმედებები ისევ ასეთ ბანკებს, მედია საშუალებებს აზარალებს და მათ ფაქტობრივ, რეპუტაციულ განადგურებამდე მიჰყავს – კი, ბატონო, გააგრძელონ და საბოლოო ჯამში, რეპუტაციული განადგურება უწერიათ მათაც ვინც, ასე უსამართლოდ იქცევიან და დგანან ამ შეზღუდვებისა და ცენზურების უკან“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.