დავით მათიკაშვილი Julius Baer-ის და ბიძინა ივანიშვილის დავაზე: დღევანდელ ევროპაში სიტყვის თავისუფლება ფაქტობრივად გამქრალია

„ჩვენ გვახსოვს აქამდეც არსებული ვითარება, როგორ იმართება სიტყვის თავისუფლება აგენტურული ქსელით, სამწუხაროდ, შვეიცარიაშიც. Credit Suisse-თან დაკავშირებულ დავას შევახსენებ მე საზოგადოებას. ანალოგიურ მოცემულობას ვაწყდებით ახლა ჩვენ Julius Baer-თან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვახსოვს აქამდეც არსებული ვითარება, როგორ იმართება სიტყვის თავისუფლება აგენტურული ქსელით, სამწუხაროდ, შვეიცარიაშიც. Credit Suisse-თან დაკავშირებულ დავას შევახსენებ მე საზოგადოებას, როდესაც ასევე იბლოკებოდა იმ განცხადებების გამოქვეყნება საერთაშორისო პრესაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავას ასახავდა ამ ბანკთან. ახლა ანალოგიურ მოცემულობას ვაწყდებით ჩვენ Julius Baer-თან დაკავშირებით. კიდევ ერთი ნათელი და მკაფიო დასტური იმის, რომ ამის შესახებ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლებაც, ადმინისტრაციაც ძალიან მკაფიოდ და ცალსახად საუბრობს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები