ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რეალურია, რომ ეკონომიკური ზრდის წლევანდელმა მაჩვენებელმა 10 პროცენტს გადააჭარბოს

აბსოლუტურად რეალურია, რომ ეკონომიკური ზრდის წლევანდელმა მაჩვენებელმა 10 პროცენტს გადააჭარბოს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკა იზრდება და გასულ წელს 9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

„ეკონომიკა იზრდება, ჩვენ ძალიან დადებითი მაჩვენებლით დავასრულეთ გასული წელს 9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ სულ მცირე გავიმეორებთ იგივე შედეგს მომავალ წელსაც. შარშანდელი მაჩვენებელი იყო შარშანწინდელზე უფრო მაღალი. 2023 წელს ჩვენმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7,8 პროცენტი და შარშანწინდელს გადააჭარბა შარშანდელმა მაჩვენებელმა. გვინდა, რომ წლევანდელი მაჩვენებელი იყოს კიდევ უფრო მეტად მაღალი, რისი პერსპექტივაც არსებობს. იანვრის თვე არის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური თვალსაზრისით და კიდევ უფრო გავააქტიურებთ პროცესებს წლის განმავლობაში, შესაბამისად, აბსოლუტურად რეალურია ის, რომ წლევანდელმა ზრდის მაჩვენებელმა 10 პროცენტს გადააჭარბოს. წინასწარი საბიუჯეტო საპროგნოზო მაჩვენებელი არის 6 პროცენტი, თუმცა თქვენ იცით, რომ ყოველთვის სერიოზულად ვაჭარბებდით ხოლმე წინასწარ მაჩვენებელს, მათ შორის სავალუტო ფონდის წინასწარ მაჩვენებელს, შესაბამისად, 9 პროცენტზე უფრო მაღალი ზრდა არის რეალური მაჩვენებელი, დანარჩენი ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, რეგიონულ პროცესებზე, თუმცა 9 პროცენტზე მაღალი ზრდა 2025 წელს, ეს არის აბსოლუტურად რეალური“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები