პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუზე: საქართველოს ექსპრეზიდენტი „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს, საქართველო უცხო სახელმწიფო იყოს
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც: “თუ ამერიკას სურს, იყოს პირველი, ძლიერი, არ შეიძლება 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე პატარა ქვეყანამ დაამციროს”.
“ეს არის გამყიდველობის კიდევ ერთი დონე. საქართველოს ექსპრეზიდენტი „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო იყოს უცხო სახელმწიფო, პაიკი შორეულ თამაშში: „თუ ამერიკას სურს იყოს პირველი, იყოს ძლიერი, არ შეიძლება 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე პატარა ქვეყანამ დაამციროს“ – დამამცირებლად მოიხსენიებს საქართველოს მოქალაქეებს“, – წერს პაპუაშვილი.