გია აბაშიძე: წარმავალი „დიფ სთეითი” მაინც ცდილობს, როგორმე შეაფერხოს ბიძინა ივანიშვილი – Julius Baer იქნება თუ აგენტოკრატიის სხვა გოშია ინსტიტუტი, მაინც ვერანაირად გააჩერებენ საქართველოზე მზრუნველ ივანიშვილებს

„წარმავალი „დიფ სთეითი” მაინც ცდილობს, რომ როგორმე შეაფერხოს პატრიოტი კაცი, ბიძინა ივანიშვილი, მცდელობები კი ამაოა. Julius Baer იქნება თუ აგენტოკრატიის სხვა გოშია ინსტიტუტი, მაინც ვერანაირად გააჩერებენ საქართველოზე მზრუნველ ივანიშვილებს“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.

მისი თქმით, ამგვარი ქმედებებით ერისკაცი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა უფრო მყარდება.

„დრო მიდის და ონლაინ რეჟიმში ვხედავთ ანტიქართველი შხამიანების ორკესტრირებულ კლოუნადურ შეტევებს. და მერე? უნდა გააცნობიერონ, რომ ერისკაცი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა კიდევ უფრო მყარდება, ვითომ დახვეწილი საგარეო პარაზიტებისა და მათი თოჯინების რეიტინგი კი ფსკერზე ხოხავს. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს: საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება და წარდგენილი იქნება სასამართლოში,“- წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები