მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების დინამიკაზე, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებისა და პოლიტიკურ დიალოგის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო დარგობრივ თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ მიღწევებს. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. სლოვაკურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ კვლავაც განაგრძობს საქართველოს თანადგომას ამ კუთხით.